logo
ENG



"განვიხილეთ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება" - ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

19 იან 202416:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/19/mtjgb4cwbr277al.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკისა და მაკრონს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის მიმდინარე საჭიროებები იყო.

"განვიხილეთ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, დეტალები და პერსპექტივები. შესაბამისად, განვიხილეთ, თუ რა უნდა შევიდეს თავდაცვის ახალ პაკეტში, რომელსაც ამჟამად საფრანგეთი ამზადებს.

ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური სანქციების საკითხზე", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა